×
სახის მოვლა
სხეულის მოვლა
თმის მოვლა
მზის ხაზი
აქსესუარები
სასაჩუქრე ვაუჩერი
  • skincarestudio

    Avene | Mousse Nett - სახის დასაბანი მუსი 150ML

    81

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:

      სახის დასაბანი მუსი - განკუთვნილია ნორმალური და კომბინირებული კანისთვის. ნაზად წმენდს სახისა და თვალის გარშემო კანს ჭუჭყისა და მაკიაჟისგან, აგრეთვე აცილებს ჭარბ სებუმს ( ცხიმს ). მისი ძალიან ნაზი გამწმენდი ბაზა არ შეიცავს საპონს, ავიწროვებს ფორებს. გლუტამინის მჟავა არეგულირებს სებუმის ( ჭარბი ცხიმი ) გამოყოფას. მასში შემავალი დამატენიანებელი ნაერთები აღადგენს კანის ელასტიურობას.

      ავენის თერმული წყლის შემცველობა  განაპირობებს მის გაღიზიანების და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. მუსის გამოყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ იწყება კანის ბალანსის აღდგენა. შედეგად კანს უბრუნდება პირვანდელი სხივი და სისუფთავე. დასაბანი ქაფი ებრძვის სიპრიალეს ნორმალური და კომბინირებული კანის შუბლის, ნიკაპის და ცხვირის მიდამოებში. 


    გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება მასაჟური მოძრაობით მშრალ ან ნოტიო სახის კანზე, განსაკუთრებით T - ზონის მიდამოში ( შუბლი, ნიკაპი, ცხვირი ). შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. 


    მოცულობა 150 მლ.

    ბრენდი
    Avene
    ქვეყანა
    France