×
სახის მოვლა
სხეულის მოვლა
თმის მოვლა
მზის ხაზი
აქსესუარები
სასაჩუქრე ვაუჩერი
  • skincarestudio

    რა არის C ვიტამინი? 

    C ვიტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვლეული და ეფექტური ვიტამინი რომელიც შეგიძლიათ ტოპიკურად გამოიყენოთ

    C ვიტამინი ებრძვის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კანის არაეთგვაროვანი უსიცოცხლო ფერი, ნაოჭები, გარემო დაბინძურება

    C ვიტამინს რამდენიმე ფორმა აქვს, მათგან ყველაზე ეფექტური ასკორბინის მჟავაა

    რა ბენეფიტები აქვს ასკორბინის მჟავას? 

    არის ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტი. მას გააჩნია მაღალი დაცვა ფოტოდაბერებისგან, ეხმარება კანს თავისუფალ რადიკალებთან და ოქსიდაციურ სტრესთან გამკლავებაში

    C ვიტამინის ეფექტურობისთვის აუცილებელია მისი კონცენტრაცია 8-20%მდე

    C ვიტამინი შეგიძლიათ გამოიყენოთ AHA/BHA მჟავებთან, რეტინოიდებთან ერთად კომბინაციაში

    გამოიყენება დილის და ღამის რუტინაში, დღისით გამოიყენეთ SPF

    სტატიის ავტორი , 2021-06-26


    კომენტარები