×
სახის მოვლა
სხეულის მოვლა
თმის მოვლა
მზის ხაზი
აქსესუარები
სასაჩუქრე ვაუჩერი
  • skincarestudio

    კანის სიმშრალე კლინიკური გამოვლინებაა. მშრალი კანი სწრაფად კარგავს წყალს და ცხიმს. ასაკის მატებასთან ერთად კი რთულად გამოიმუშავებს მას. ეპიდერმისი, ანუ კანის ზედა ფენაც, უფრო თხელდება. შედეგად, კანი გამომშრალი, არათანაბარი ტექსტურის ხდება და ხშირად იქერცლება. თავს იჩენს გაღიზიანება და კანის თანმდევი დაავადებები, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა და ა.შ.

     

    კანის სიმშრალის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს კლიმატი, გენეტიკური ფაქტორები, ლაქტაცია, ორსულობის პერიოდი, ჰორმონალური დისბალანსი, ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა, რკინადეფიციტური ანემია და ა.შ.

    ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც მშრალი კანის მქონე ადამიანები უშვებენ, უხეში საპნებისა და დასაბანი საშუალებების გამოყენებაა. ხშირად, სწორედ ეს პროცესი აზიანებს კანის დამცავ ბარიერს ყველაზე მეტად და მის კიდევ უფრო გამოშრობას იწვევს.

    1

    გამოიყენეთ ორმაგი წმენდის მეთოდი: ნაზად, ზედმეტი სტრესის გარეშე გაისუფთავეთ კანი. დასაბანის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ კრემოვან ან ზეთოვან პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს დიდი რაოდენობით სულფატებს. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტია ქაფი, უფრო მეტი დანამატი აქვს პროდუქტს და უფრო მეტად აშრობს ის კანს.

     

    არ მიიღოთ ხანგრძლივი შხაპი. დაიბანეთ ნელ-თბილი, კანის ტემპერატურასთან მაქსიმალურად მიახლოებული წყლით. ეცადეთ, მხოლოდ ერთხელ დაიბანოთ კანი, ან დილით, მხოლოდ წყლით ჩამოიბანოთ სახე, რათა არ დააჩქაროთ კანიდან ნატურალური დამატენიანებელი ფაქტორების დაკარგვა და არ დააზიანოთ დამცავი ბარიერი.

     

    „მნიშვნელოვანია კანის ჰიდრატაცია და შემდგომ, დამატენიანებლებით და მსუყე საცხებით ტენიანობის შენარჩუნება”.

    სტატიის ავტორი ნინია რაჯებაშვილი, 2021-06-26


    კომენტარები