×
სახის მოვლა
სხეულის მოვლა
თმის მოვლა
მზის ხაზი
აქსესუარები
სასაჩუქრე ვაუჩერი
  • skincarestudio


    ზოგჯერ კანზე არსებული თმა, ცხიმი და კანის მკვდარი უჯრედები ერთმანეთს ეწებება და წარმოქმნის საცობს, რომელიც ფორებში იჭედება.
    სწორედ აქედან ვითარდება გამონაყარი და იწყება აკნე

    რა იწვევს აკნეს?


    :დღესდღეობით ბოლომდე არ არის ცნობილი თუ რა იწვევს აკნეს, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ამაში დიდ როლს თამაშობენ:

    ◾️ბაქტერია
    ◾️ჰორმონული დისბალანსი
    ◾️კონკრეტული მედიკამენტები
    ◾️გენეტიკა
    ◾️ სტრესი
    ◾️ სიგარეტი
    ◾️დიდი რაოდენობით მაღალი გლიკემიური ნახშირწყლების მიღება (პური, ნამცხვარი, ტკბილეული)
    ◾️კოსმეტიკა, მასში შემავალი კონკრეტული ინგრედიენტები
    ◾️აგრესიული და ხშირი ექსფოლიაცია, სკრაბი
    ◾️ გამონაყრის ხელით გახეთქვა
    ◾️დაბინძურება და მაღალი ტენინობა
    ◾️პირბადე (მასკნე)

    აკნეს დაზიანება იყოფა ორ ნაწილად:

    1️⃣ანთებითი(პაპულები, პუსტულები, ნოდულები, ცისტები)
    2️⃣ არაანთებითი(ღია და დახურული კომედონები)
    დახურული კომედონები იგივე თეთრთავიანი კანქვეშა გამონაყარია.
    ღია კომედონები კი იგივე შავი წერტილები.

    რა ინგრედიენტების შემცველი პროდუქტებით შეგვიძლია ვებრძოლოთ აკნეს ?

    ☑️რეტინოიდი
    ☑️ბენზოლის პეროქსიდი
    ☑️აზელაინის მჟავა
    ☑️სალიცილის მჟავა

    რა უნდა გავითვალისწინოთ აკნეს დროს?

    მოერიდეთ კანის ზედმეტ გაწმენდას და ბევრი სამკურნალო პროდუქტის ერთდროულად გამოყენებას, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, დაზიანება და აკნეს გამწვავებაც კი.

    სტატიის ავტორი მარიამ ივანიაძე, 2021-06-26


    კომენტარები