×
სახის მოვლა
სხეულის მოვლა
თმის მოვლა
მზის ხაზი
აქსესუარები
სასაჩუქრე ვაუჩერი
  • skincarestudio

    ზურგზე აკნე საკმაოდ დელიკატური პრობლემაა, რომელიც ბევრ ჩვენგანს აწუხებს საქმე იმაშია, რომ სწორედ ეს ზონაა ყველაზე მეტად მიდრეკილი აკნეს გაჩენისკენ – აქ ცხიმოვანი ჯირკვლები ყველაზე უფრო აქტიურად მუშაობს , ფორები კი ადვილად ჭუჭყიანდება

    ასევე საკმაოდ პრობლემატური არის გამონაყარი დუნდულების მიდამოებში რომელიც ცნობილია ასევე ეგრეთ წოდებული "butt Acne" -ს სახელით.
    რა იწვევს მას? - გამონაყარი ჩვეულებრივ ჩნდება თმის ფოლიკულების გაჭედვის შედეგად ,პუსტულების სახით ან მის გარეშე

    როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემებს და რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ
    რომ შედეგად მივიღოთ გლუვი და თანაბარი კანი ? ✨

    ?მსგავსი ტიპის გამონაყარის სამკურნალოდ ყველაზე გამოცდილი და სუპერ პროდუქტები სალიცილის მჟავა და ბენზოილის პეროქსიდია

    ?სალიცილის მჟავა მოქმედებს კანის ღრმა ფენებზე, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ასუფთავებს დაბინძურებულ ფორებს

    ?ბენზოილ პეროქსიდი, თავის მხრივ ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიას და ანთებით პროცესს

    გამოიყენეთ სალიცილის და ბენზოილ პეროქსიდის შემცველი დასაბანი გელები
    რეკომენდაციები 

    ?ოფლი კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს გამონაყარს, ამიტომ გაითვალისწინეთ
    ვარჯიშის ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ წყალი გადაივლეთ და ჩაიცვით სუფთა, მშრალი ტანსაცმელი უმჯობესია ბუნებრივი ქსოვილის

    ?შხაპის მიღების დროს გაიჩერეთ დასაბანი გელები 5-10 წუთის განმავლობაში შემდეგ ჩამოიბანეთ

    ?მოერიდეთ მოტკეცილი ტანსაცმელის გამოყენებას

    ?გამოიყენეთ არაკომედოგენური პროდუქტები

    ?არ დაგავიწყდეთ მზისგან დაცვა

    სტატიის ავტორი , 2021-07-25


    კომენტარები