×
სახის მოვლა
სხეულის მოვლა
თმის მოვლა
მზის ხაზი
აქსესუარები
სასაჩუქრე ვაუჩერი
  • skincarestudio

    მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ქიმიური ამქერცლავები იყოფა რამდენიმე ჯგუფად და ახლოდან გავიცნოთ ისინი :

    ◾️ალფა ჰიდროქსი მჟავები
    ◾️ბეტა ჰიდროქსი მჟავები
    ◾️პოლი ჰიდროქსი მჟავები

    ალფაჰიდროქსი მჟავები AHA მჟავები არის წყალში ხსნადი მოქმედებს კანის ზედაპირზე, ეპიდერმისზე
    ქიმიური ამქერცლავები აჩქარებს კანის მეტაბოლიზმს, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ნაოჭებს ხდის ნაკლებად შესამჩნევს

    ებრძვის პიგმენტაციისას წარმოქმნილი ლაქების ხილვადობას, აუმჯობესებს კანის ტექსტურას.

    AHA მჟავები შესაძლებელია გამოვიყენოთ ყველა ტიპის კანზე. უბრალოდ უნდა შევარჩიოთ საჭიროებების მიხედვით

    ‼️ალფა ჰიდროქსი მჟავები კანს ფოტოსენსიტიურს ხდის და აუცილებლად უნდა ატაროთ მზისგან დამცავი საცხი

    1. Mandelic Acid 10% + HA
    ნუშის მჟავას ალფა ჰიდროქსი მჟავებით ყველაზე დიდი მოლეკულური ზომა აქვს

    ის ნაზად ქერცლავს კანის ზედაპირს და სწორედ მისი ფორმულის წყალობით იდეალურია ყველა ტიპის კანისათვის, მათ შორის სენსიტიურისთვისაც

    მასში შემავალი ჰიალურონის მჟავა კი კანს გაუწყლოებისგან იცავსებრძვის პიგმენტაციას, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, არის კვლევები რომლების მიხედვითაც ნუშის მჟავას სებომარეგულირებელი მოქმედებაც აქვს

    კანის ტიპი:ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი, მგრძნობიარე, კომბინირებული

    უნდა გამოვიყენოთ კარგად გამშრალ კანზე, საღამოს რუტინაში კვირაში 2-3 ჯერ.

    2.Lactic Acid 5% + HA


    რძემჟავას საშუალო ზომის მოლეკულური მასა აქვს. ფორმულა ჰიალურონის მჟავას და გლიცერინსაც შეიცავს, რომელიც თქვენ კანს გამოშრობის საშუალებას არ მისცემს

    ებრძვის ჰიპერ და ჰიპო პიგმენტაციას, ნაოჭების ხილვადობას. ეხმარება კანის ტექსტურის გაუმჯობესებას

    კანის ტიპი:ნორმალური, მშრალი, კომბინირებული

    3.Glycolic Acid


    გლიკოლის მჟავას ყველაზე პატარა მოლეკულური ზომა მაქვს ალფა ჰიდროქსი მჟავებში
    გამოიყენება ნაოჭების, პოსტაკნე, პიგმენტური ლაქების, არათანაბარი ტექსტურის საწინააღმდეგოდ

    სწორედ ამ მცირე ზომის მელეკულების წყალობით გლიკოლის მჟავა შესანიშნავი საშუალებაა აკნესკენ მიდრეკილი, ცხიმიანი კანისთვის

    შლის ცხიმს და მკვდარ უჯრედებს, რაც მომავალში შავი წერტილების და გამონაყარის პროვოცირებას იწვევს

    გამოიყენება ყველა ტიპის კანზე (როზაცეის და სხვა თანმდევი გართულებების და სიწითლის გარდა)

    გლიკოლის მჟავა ნეიტრალდება წყლით, თუ უსიამოვნო შეგრძნება გაქვთ უბრალოდ მიისხით სახეზე წყალი.

    4.AHA/BHA კომბინირებული ალფა და ბეტა ჰიდროქსი მჟავები

    ეს პროდუქტი ალფა და ბეტა ჰიდროქსი მჟავების კომბინაციაა, ახდენს როგორც კანის ზედაპირის ასევე მისი ღრმა ფენების ექფოლიაციას
    გლიკოლის და რძემჟავის კომბინაცია ებრძვის ნაოჭების ხილვადობას და არათანაბარი კანის ტექსტურას

    სალიცილის მჟავა ეხმარება ცხიმის რეგულირებას და ფორების ხილვადობის შემცირებას, ებრძვის შავ წერტილებს.

    ‼️ეს პროდუქტი არ არის მიზანშეწონილი მჟავების დამწყებთათვის. რადგან საკმაოდ ძლიერია დაიწყეთ 1 წუთი გამოყენებით და გაზარდეთ დრო მაქსიმუმ 10 წუთამდე

    ❌არ გამოიყენოთ მგრძნობიარე და/ან დაზიანებულ კანზე, როზაცეაზე და სხვა კანის პრობლემებზე

    კანის ტიპი:კომბინირებული, ნორმალური, ცხიმიანი.
    *არ დაგავიწყდეთ ალერგიულობის ტესტი

    5.Paulas choice 2% bha liquid exfoliant
    ბეტაჰიდროქსი მჟავების (BHA) ჯგუფი არის ცხიმში ხსნადი, მოქმედებს კანის ღრმა ფენებზე

    იდეალურია გამონაყარისკენ მიდრეკილი, ცხიმიანი, კომბინირებული კანისთვის. ფორმულა შეიცავს სალიცილის მჟავას რომელიც არის ცხიმში ხსნადი, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს ფორებს

    ებრძვის შავ წერტილებს, დაბინძურებულ ფორებს, ღია და დახურულ კომედონებს

    ბეტა ჰიდროქსი მჟავები სტაბილურია მაღალი PH ბალანსის მქონე პროდუქტებშიც, უმჯობესია თუ მათ დავიტანთ დაბანის შემდეგ სუფთა კანზე, რათა სხვა პროდუქტებმა ხელი არ შეუშალოს კანში შესაღწევად

    უმჯობესია თუ კანს დასაბანის ან ნიღბის სახით გავაცნობთ ასეთი ტიპის მჯავებს და შემდგომ კანზე დასატოვებელ პროდუქტებზე გადავალთ

    ⭕️გამოყენების წინ, აუცილებლად ჩაიტარეთ ეგრედ წოდებული
    patch test ხელზე დაიტანეთ ერთი წვეთი და დაელოდეთ რამოდენიმე
    წუთის განმავლობაში 

    სტატიის ავტორი , 2021-06-26


    კომენტარები